„ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტი რაფა იუსტე გამოეხმაურა ლა ლიგის გადაწყვეტილებას, რომელმაც კილიან მბაპე მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
როგორც მან აღნიშნა, ამით ფეხბურთს ცუდი მაგალითი უჩვენეს, რადგან მბაპე უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებდა:
„ვიტყოდი, რომ ეს გადაწყვეტილება აბსურდულია. ძალიან მძიმე უხეშობა იყო, რომელსაც შეეძლო მოტეხილობა და ტრავმა გამოეწვია. ჩვენს ფეხბურთელს ეს რომ გაეკეთებინა (რაც არ მოხდება, რადგან ჩვენი ფეხბურთელები სუფთად თამაშობენ) არ ვიცი, რა იქნებოდა. ეს უსამართლობაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ. ეს ფეხბურთისთვის ცუდი მაგალითია, სირცხვილია“, - თქვა იუსტემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „ალავესთან“ მატჩში გააძევეს მოედნიდან, ხოლო დისკვალიფიკაციით გამო მხოლოდ ერთი თამაშის გამოტოვება მოუწევს - „ბილბაოს“ წინააღმდეგ.