ფეხბურთი

18:20 | 16.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მაროკოს ნაკრების მწვრთნელი: "ვცადე იამალი ჩვენთან თამაშში დამერწმუნებინა, მაგრამ ის თავს ესპანელად მიიჩნევს"

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ განაცხადა, რომ მაროკოს ნაკრებში თამაშზე ლამინ იამალის დათანხმებას ეცადა, მაგრამ უშედეგოდ.

„ბარსელონას“ ტალანტმა არჩევანი ესპანეთის ნაკრებზე გააკეთა:

„ვეცადეთ, იამალს მაროკოს ნაკრები აერჩია, მან სხვა არჩევანი გააკეთა და ესპანეთში წარმატებებს ვუსურვებთ, ის, რასაც ამ ასაკში აკეთებს, დაუჯერებელია.

პირადად ვესაუბრე იამალს, წარვუდგინეთ პროექტი, რომელიც მაროკოს ნაკრებში ელოდა, აფრიკის თასი, რომელსაც სახლში ვითამაშებთ და 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. ავუხსენით ხალხის სიყვარული, რომელსაც აქ ელოდა. 2-3 დღის შემდეგ დამირეკა და მითხრა: „მადლობა დაფასებისთვის, მაგრამ თავს ესპანელად ვგრძნობ და ესპანეთის ნაკრებში თამაში მინდა“.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს არ იყო ესპანეთის ნაკრების წევრი, იქ მოხვედრა სურდა. მის ოჯახს და აგენტსაც ვესაუბრე, ყველა მაროკოელს სურდა, რომ დაგვერწმუნებინა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო“, - თქვა რეგრაგიმ.

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალი ესპანეთის ნაკრებში 2023 წლიდან თამაშობს და 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა, გასულ წელს კი, ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094004