„მანჩესტერ სიტის“ სეზონის ბოლოს კევინ დე ბრუინი დატოვებს და როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ბელგიელის გადაბირება „ჩიკაგო ფაირს“ სურს.
ამერიკული კლუბი დაინტერესებულია და მზადა კევინს თავისი პროექტი გააცნოს, ბუნებრივია, სარფიანი წინადადებაც შესთავაზოს. ფეხბურთელი მზადაა ნებისმიერი წინადადება მოისმინოს და განიხილოს, გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობს, მანამდე „გენკის“, „ჩელსის“ და „ვოლფსბურგის“ წევრი იყო.