ფეხბურთი

23:52 | 16.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკა: "მიქაუტაძეს პენალტის შესრულება შეუძლია, ლაკაზეტის მხრიდან ლამაზი ჟესტი იყო"

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერთან“ მატჩამდე ისაუბრა.

მან კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზეც, რომ „ოსერთან“ მატჩში ალექსანდრ ლაკაზეტმა პენალტის დარტყმის უფლება გიორგი მიქაუტაძეს დაუთმო:

„გუნდში ატმოსფერო თავდაჯერებულობით, ოპტიმიზმითა და გამბედაობით სავსეა. კარგ პერიოდში ვართ, ჩვენი გუნდის დიდი რწმენა გვაქვს. მშვენიერია აქ, „ოლდ ტრაფორდზე“, ასეთ ატმოსფეროში თამაში. ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ, რათა განვიცადოთ ასეთი მომენტები და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ისინი.

რაც შეეხება პენალტებს, ორი ან სამი მოთამაშე გვყავს არჩეული. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ალექსანდრ ლაკაზეტმა გიორგი მიქაუტაძეს დარტყმის უფლება მისცა. ჟორჟი ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელსაც პენალტების შესრულება შეუძლია. ვფიქრობ, ეს, როგორც ჩვენი კაპიტნის მხრიდან ძალიან კარგი ჟესტია, ხოლო ალექსანდრ ლაკაზეტის მხრიდან კი ძლიერი ჟესტი“, - თქვა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერისა“ და „ლიონის“ მატჩი 17 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091621