ფეხბურთი

2:00 | 17.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "საჭიროა მარცხი მივიღოთ, სევდაც ფეხბურთის ნაწილია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „არსენალთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, მეტოქემ დაიმსახურა გამარჯვება და საჭიროა, მარცხს შეეგუონ, მომავალზე იფიქრონ:

„თამაშის შესაცვლელად რაღაც გვჭირდებოდა, რაც არ მოხდა, პენალტი, რომელიც არ დაინიშნა, შეიძლება ეს ყოფილიყო. თუმცა, „არსენალმა“ მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა.

ვეცადეთ, მაგრამ დაბრუნება ადვილი არ იყო, „არსენალი“ ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია. საჭიროა მარცხის მიღება, სევდაც ფეხბურთის ნაწილია, სეზონი გრძელდება. ამ ტურნირზე ბევრი სიხარული გვქონდა, წელს ყველაფერი კარგად არ წარიმართა. ვეთამაშეთ მეტოქეს, რომელმაც გვაჯობა.

მომავალი? ახალი არაფერია. კვირას თამაში გვაქვს, 10 დღეში თასის ფინალი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ამაზე უნდა ვიფიქროთ არა ჩემს მომავალზე, რომელზეც არაფერი ვიცი და არც მინდა ვიცოდე“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „არსენალთან“ ორი მატჩის ჯამში 1:5 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092403