მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ „ინტერთან“ მატჩისა (2:2) და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, დიდი გავლენა იქონია ტრავმებმა და მის გარეშე, უკეთესი შედეგის მიღწევა შეეძლოთ.
„ტრავმების გამო ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ ვფიქრობ, მაინც კარგად ვითამაშეთ. პირველ მატჩში გარკვეული სახის სინანული გვქონდა, მეორეში კიდევ უფრო მეტად. გულშემატკივრებისგან წარმოუდგენელი მხარდაჭერა გვქონდა, იყო ორი მომენტი, როცა უკეთ მოქმედება შეგვეძლო, მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ „ინტერის“ ხარისხი. თუმცა, ვფიქრობ, რომ საკმარისად ბევრი მომენტი შევქმენით უფრო მეტი გოლის გასატანად.
ტრავმები პრობლემა იყო, უნდა გავაცნობიეროთ, რისი გაკეთებ შეგვეძლო, იტოს, უპამეკანოს, მუსიალას, ნოიერს, დევისს, პავლოვიჩს რომ ეთამაშათ. სასტიკი რეალობაა ისაა, რომ ვერ ვითამაშებთ ფინალში, მაგრამ ვიცით, რომ ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა ვეცდებით ბუნდესლიგის მოგებას“, - თქვა კომპანიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წელს მიუნხენში გაიმართება, თუმცა „ბაიერნის“ გარეშე, რადგან გერმანული გუნდი „ინტერთან“ ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა.