თავდამსხმელმა ვინისიუს ჟუნიორმა „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში მადრიდის „რეალის" შემადგენლობაში 105-ე ბურთი გაიტანა (ყველა შეჯიბრში) და გახდა კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის გამტანი ბრაზილიელი - გვამცნობს OptaJose სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ვინისიუსმა რონალდოს რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში 104 გოლი გაიტანა.
მადრიდული კლუბი „არსენალთან“ ორ მატჩში საერთო ანგარიშით 1:5 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა დაასრულა. 2019/2020 წლების სეზონის შემდეგ „რეალი“ პირველად არ ითამაშებს ტურნირის ნახევარფინალში.
მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 20 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.