ისტორია

12:14 | 17.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

არტეტამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ გვარდიოლას მადლობა გადაუხადა

„არსენალის“ მწვრთნელმა მიკელ არტეტამ მადლობა გადაუხადა „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელ პეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედგინალური მატჩში მადრიდის „რეალთან“ (1:2) მოგების შემდეგ.

„დღეს დავურეკე და მადლობა გადავუხადე. ნახევარფინალში რომ ვარ, დიდწილად მისი დამსახურებაა. ის ჩემთვის დიდი ინსპირაცია იყო. მასთან ერთად ოთხი შესანიშნავი წელი გავატარე და ყოველთვის მადლობელი ვიქნები. მის გარეშე აქ ამ დონეზე არ ვიქნებოდი", - ციტირებს არტეტას სიტყვებს Sky Sport.

არტეტა გვარდიოლას ასისტენტად მუშაობდა „მანჩესტერ სიტიში“ 2016-დან 2019 წლამდე.

ლონდონური კლუბი 2008/2009 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089169