ფეხბურთი

12:50 | 17.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა „სანტოსის“ მატჩი ნაადრევად, ცრემლიანმა დაასრულა. ბრაზილიელმა მორიგი ტრავმა მიიღო

„სანტოსის“ თავდამსხმელმა, ნეიმარმა, ბრაზილიის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩის დროს „ატლეტიკო მინეირუსთან“ (2:0) მოედანი ნაადრევად დატოვა - გვამცნობს ESPN.

ბრაზილიელს მარცხენა ბარძაყის ტრავმის რეციდივი აღენიშნებოდა, რომელიც მარტიდან აწუხებდა. სწორედ ამ ტრავმის გამო ფეხბურთელი არ იყო ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების დროს კოლუმბიასთან და არგენტინასთან.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა მოედნის დატოვება დამოუკიდებლად ვერ შეძლო. გადაცემის კადრებში ჩანს, რომ ნეიმარი ცრემლებს იწმენდს.

თეგებინეიმარი
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087204