ინგლისურმა „ლივერპულმა“ გუნდის კაპიტანთან და ცენტრალურ მცველ ვირჯილ ვან დეიკთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
33 წლის ვირჯილი „ლივერპულში“ კიდევ ორი წლით, 2027 წლამდე დარჩება.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი „წითლებში" 2018 წლის იანვრიდან თამაშობს. „ლივერპულთან“ ერთად მცველმა მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ყველა შიდა თასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. ვან დეიკი ადრე „საუთჰემპტონსა“ და შოტლანდიურ „სელტიკში“ თამაშობდა.
მიმდინარე სეზონში 33 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.