ფეხბურთი

14:53 | 17.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიულერი „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შესახებ: „იტალიის საუკეთესო გუნდთან წავაგეთ"

„ბაიერნის" თავდამსხმელმა თომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ინტერთან" მარცხის (საერთო ჯამში 3:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ცხადია, იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა რას ნიშნავს იმედგაცრუება? მე ნამდვილად არ ვარ ასთ განწყობაზე, რადგან ბოლოს და ბოლოს ჩვენ უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობთ. მატჩებს ყოველთვის პირადულად ვაფასებ: ბოლომდე დავიხარჯე? შემიძლია სარკეში შევხედო საკუთარ თავს? გუნდმა ყველაფერი გაიღო? რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგფამ ფაქტია, იტალიის საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით, რომელმაცჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი ბურთი 1:0 ვიგებდით და კარგად შევედით თამაშში, მაგრამ, ცხადია, ისინიც კარგები იყვნენ“, - ციტირებს „ბაიერნის“ პრესსამსახური მიულერის სიტყვებს.

გუნდებს შორის პირველი მატჩი „ინტერის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა, მეორე კი ფრედ (2:2).

„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 29 აპრილს ესპანეთში, ხოლო საპასუხო - 6 მაისს იტალიაში გაიმართება.

35 წლის მიულერისთვის საპასუხო მატჩი ბოლო იყო ჩემპიონთა ლიგაში, როგორც მიუნხენის კლუბის მოთამაშე. აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი და „ბაიერნი“ არ აგრძელებენ კონტრაქტს, რომელსაც ვადა ამ ზაფხულს ეწურება. ფეხბურთელმა კლუბში 25 წელი გაატარა.

0.168335