ესპანეთის ლა ლიგის ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელიც აპრილში ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს გამოავლენს.
ხუთ ნომინანტს შორის გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა, რომელიც ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში დაბრუნდა. მამარდას კონკურენტები არიან პედრი (ბარსელონა), სერხი დარდერი (მალიორკა), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო) და ხავი პუადო (ესპანიოლი)
გარდა ამისა, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში თვის საუკეთესო სეივის ჯილდოსთვისაც იბრძვის. ნომინანტია სამია, ქართველის გარდა ორიან ნილანდი (სევილია) და დომინიკ გრეიფი (მალიორკა).
ლა ლიგამ მამარდაშვილის სეივებიდან მადრიდის „რეალთან“ კილიან მბაპეს წინააღმდეგ მოგერიება გამოარჩია.