„მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ჰარი მაგუაირმა „ლიონთან“ ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც ევროპის ლიგა მოვიგოთ, ეს სეზონი მაინც იმედგაცრუება იქნება ჩვენთვის. თუმცა, ასეთი გამარჯვება სასიამოვნო ბონუსი გახლავთ. როდესაც „იუნაიტედში“ თამაშობ, ტიტულები უნდა მოიგო.
ვფიქრობ, ბოლო პერიოდში გუნდის თამაში ოდნავ გაუმჯობესდა. ამავდროულად, არის ასპექტები, სადაც მეტი პასუხისმგებლობის აღება გვჭირდება. ბევრი მატჩი იყო, სადაც შანსები 50-50-ზე გახლდათ, მაგრამ საბოლოოდ წავაგეთ. ხუთშაბათს „ოლდ ტრაფორდზე“ დიდი ღამე გველის.“ - ციტირებს მაგუაირის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეტოქე ჟორჟ მიქაუტაძის ფრანგული „ლიონია.“ პირველ მატჩში გუნდებმა ფრედ ითამაშეს - 2:2. მეორე შეხვედრა დღეს, 17 აპრილს გაიმართება მანჩესტერში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.