„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა განაცხადა, რომ ბუდუ ზივზივაძე მიუნხენის „ბაიერნთან“ ვერ ითამაშებს.
გერმანელმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობაზე დეტალურად ისაუბრა:
„სამწუხაროდ, მატიას ჰონსაკი და ბუდუ საკმარისად მზად არ არიან, რომ ზეგ „ბაიერნთან“ თამაში შეძლონ. იმედი გვაქვს, რომ მალე ისევ ხელმისაწვდომი იქნებიან, რადგან უბრალოდ გვჭირდებიან.
ბუდუ ტერფის ტრავმა აქვს, რომელმაც აღმავლობა და დაღმასვლა ახასიათებს. მან შეუფერხებლად უნდა ირბინოს, თავისუფალი უნდა იყოს და დარტყმა შეძლოს, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფეხით.
უკვე ბევრს მუშაობს ფიზმომზადების მწვრთნელთან, მაგრამ გუნდთან ერთად ჯერ არა. თუმცა, გუნდური ვარჯიში აუცილებელია, რათა თავდაჯერებული იყოს საკუთარ თავში. პირველ რიგში, არც მინდა იმის გაფიქრება, რომ ამ სეზონში ისინი ვერ დაგვეხმარებიან, მეორეც, ჩემი აზრით, ამის საშიშროება არ არსებობს. თუმცა, ცხადია, მინდოდა, რომ ცოტა სწრაფად გამოჯანმრთელებულიყვნენ“, - აღნიშნა შმიდტმა.
შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძეს გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. „ჰაიდენჰაიმი“ 22 ქულით მე-16 ადგილზეა.