ფეხბურთი

23:00 | 17.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე ორი ნახევარფინალისტი გაირკვა

კონფერენს ლიგაზე ორი საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რის შემდგომაც ნახევარფინალისტები გაირკვა.

ფლორენციის „ფიორენტინას“ სლოვენიაში, „ცელიესთან“ 2:1 ჰქონდა მოგებული, ხოლო შინ სასურველ შედეგს მიაღწია - 2:2. „იებს“ გაუჭირდათ, 1:2 მარცხდებოდნენ, მაგრამ მოიზე კინის გოლით თამაში გადაარჩინეს. ორი მატჩის ჯამში ფლორენციელებმა 4:3 მოიგეს.

„ფიორენტინა“ ნახევარფინალში „ბეტისს“ შეხვდება, რომელმაც პოლონურ „იაგელონიას“ აჯობა. ესპანეთში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, ხოლო პოლონეთში დღეს ფრე - 1:1. შესაბამისად, „ბეტისი“ ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09234