„ბილბაო“ ევროპა ლიგის ფინალისკენ სვლას აგრძელებს, რომელიც ბილბაოში, „სან მამესზე“ გაიმართება.
ეს რა თქმა უნდა, ბასკური გუნდისთვის დიდი მოტივაციაა. „ბილბაომ“ მეოთხედფინალში „რეინჯერსის“ ბარიერი დაძლია. გლაზგოში უგოლო ფრის შემდეგ „ბილბაომ“ შინ 2:0 აჯობა მეტოქეს ოიჰან სანსეტისა და ნიკო უილიამსის გოლებით.
ნახევარფინალშია ლონდონის „ტოტენჰემიც“, რომელმაც „აინტრახტს“ საშინაო 1:1-ის შემდეგ სტუმრად 1:0 აჯობა და ორი მატჩის ჯამში 2:1 იმარჯვა. პირველი ტაიმის მიწურულს დომინიკ სოლანკემ გაიტანა ერთადერთი გოლი.