ფეხბურთი

2:22 | 18.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკა: "ემოციური წონასწორობა დავკარგეთ, ვიფიქრეთ, რომ თამაში მოგებული გვქონდა"

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში დრამატული მარცხის (4:5) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ნაადრევად დაიჯერეს, რომ თამაში მოგებული ჰქონდათ და ემოციური წონასწორობა დაკარგეს:

„რთულია ასახსნელად, რადგან ახლა ემოციების ნაზავი გვაქვს. ფეხბურთელებმა შესანიშნავად იმუშავეს, რადგან 0:2-დან ანგარიში 4:2 გავხადეთ, თანაც 10 კაცით, ეს შესანიშნავი იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, მაგრამ დამწუხრებული. ვიფიქრეთ, რომ მოვიგეთ, მაგრამ კონცენტრირება უნდა შეგვენარჩუნებინა. გვაკლდა მენტალური ენერგია და ემოციური წონასწორობა დავკარგეთ.

დამწუხრებული ვარ, რადგან ფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით. დავამტკიცეთ ჩვენი თვისებები და ამ მომენტებიდან უნდა ვისწავლოთ. ყოველთვის ბოლო წუთამდე უნდა ვითამაშოთ. „მანჩესტერთან“ თამაში ადვილი არაა, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ სეზონის ისეთი დასასრულისთვის, რომელიც ჩვენს ამბიციებს შეესაბამება“, - თქვა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ ლიგა 1-ში მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის, ხოლო 20 აპრილს, ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენს“ შეხვდება.

0.091676