მანჩესტერ "იუნაიტედის" ფეხბურთელმა ჰარი მაგვაიერმა "ლიონთან" ევროპა ლიგის მეოთხედფინალში დრამატული გამარჯვების (5:4) შემდეგ ისაუბრა.
როგორც ინგლისელმა ფეხბურთელმა თქვა, ბოლომდე სჯეროდა, რომ ამ მატჩის მოგება შეეძლოთ.
"საოცარი საღამო იყო, გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ და ორმაგად სასიხარულოა, რომ გამარჯვების გოლი სწორედ მე გავიტანე. მეორე ტაიმში მთელ თამაშს ვაკონტროლებდით და მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ. როდესაც ანგარიში 2:4 გახდა, მაინც მჯეროდა გამარჯვების და ვიცოდი, რომ ასეც მოხდებოდა. გახარებული ვარ, რომ გულშემატკივრებმა, რომლებიც მატჩის ბოლომდე დარჩნენ, მიიღეს ეს სიამოვნება. როდესაც მეოთხე გოლი გავიტანეთ და გავათანაბრეთ ანგარიში, გულშემატკივრებიდან სასწაული ენერგია წამოვიდა, რამაც ეს ყველაფერი შეგვაძლებინა. სხვა არცერთ სპორტს არ შეუძლია იმ გრძნობების მონიჭება, რასაც ახლა ჩვენ და გულშემატკივარი გრძნობს." - განაცხადა ჰარი მაგვაიერმა.
ცნობისთვის მანჩესტერ "იუნაიტედი" ევროპა ლიგის ნახევარფინალში "ატლეტიკ ბილბაოს" დაუპირისპირდება. შეხვედრები 1-8 მაისს გაიმართება.