ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა.
როგორც ცნობილი გამოცემები ასევე ბუკმეკერები ეტაპობრივად განახლებულ რეიტინგებს გვთავაზობენ. განახლებულ რეიტინგის სათავეში კვლავ კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი რაფინია იმყოფება, რომელიც ამ ჯილდოს მოგების მთავარი პრეტენდენტია. მეორე ადგილზე გადაინაცვლა პსჟ-ს ფეხბურთელმა უსმან დემბელემ, ხოლო მესამე ადგილს მოჰამედ სალაჰი იკავებს.
რაც შეეხება, პსჟ-ს ქართველ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას, ის გამოცემა FourFourTwo-ს მიხედვით მე-9 ადგილზე იმყოფება.
გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიაზე შემდეგნაირად წერს: "ქართველი ფეხბურთელი წარმოადგენს ფეხბურთის უფრო ინსტინქტურ და თავისუფალ სტილს, რომელიც ხშირად ჯილდოვდება მსგავს შეჯიბრებებში. არ გაგიკვირდეთ, თუ მისი შანსები ოქროს ბურთის მოგების უფრო გაიზრდება, თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს."
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა.