სხვა

18:44 | 18.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა ასანიძის მეოთხე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 89 კგ. წონით კატეგორიაში საბა ასანიძემ იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 150 / 154 / 158 კგ. დაძლია, მე-4 ადგილზე გავიდა და საპრიზო ადგილს სულ რაღაც 1 კილოგრამით ჩამორჩა.

საბა ასანიძემ აკვრაში თავი 185 / 191 / 194 კილოგრამს გაართვა და კვლავ მე-4 ადგილი ერგო, იგივე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 352 კილოგრამითაც.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09136