ინგლისის ჩემპიონშიფის 43-ე ტურში „უოტფორდმა“ „ბარნლის“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 1:2 დამარცხდა.
ტომ ქლევერლის გუნდი მერვე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ მერე ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „უოტფორდმა“ ბოლო 20 წუთი 9 ფეხბურთელით ითამაშა, რადგან ორი ფეხბურთელი გააძევეს. მუსა სისოკომ ერთწუთიან, ხოლო ედო კაიემბემ სამწუთიან ინტერვალში შეძლეს ორ-ორი ყვითელი ბარათის მიღება.
გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშია, რადგან ტრავმა აქვს. ქართველმა ნახევარმცველმა ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონი 38 მატჩში 2 გოლით და 6-ჯერ საგოლე პასით დაასრულა, გარდა ამისა, ერთი საგოლე პასი მას ინგლისის ლიგის თასზეც აქვს, „მანჩესტერ სიტისთან“.
„უოტფორდი“ 43 ტურის შემდეგ 56 ქულით მე-12 ადგილზეა და პლეი-ოფში მოხვედრის შანსი დაკარგა, ხოლო მომდევნო ტურში 21 აპრილს, სტუმრად „პორტსმუთს“ შეხვდება.