ანტონიო კონტემ შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ნაპოლი“ დატოვოს. ამის შესახებ ცნობები იტალიურ მედიაში ვრცელდება.
კონტეს ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ, ასევე, „მილანსაც“, მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, თუ კონტე გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს, „ნაპოლის“ სიაში „ბოლონიას“ მწვრთნელი ვინჩენცო იტალიანო და მასიმილიანო ალეგრი არიან, რომელიც ამჟამად უმუშევარია. ალეგრის „იუვენტუსიდან“ ძალიან კარგად იცნობს „აძურის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა და მათ შორის კარგი ურთიერთობაა.
ანტონიო კონტემ „ნაპოლი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა, მაგრამ როგორც ჩანს, აურელიო დე ლაურენტისთან ურთიერთობა გაუფუჭდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია გაყიდა, მისი შეცვლა კი, იანვარში ვერ მოახერხა.