„სან ანტონიოს“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი კიდევ ერთხელ მოხვდა საავადმყოფოში.
როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, 76 წლის მწვრთნელი რესტორანში იყო, როცა შეტევა დაემართა და ჰოსპიტალში მისი გადაყვანა გახდა საჭირო. ამჟამად გრეგი თავს კარგად გრძნობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სახლშია.
პოპოვიჩს ნოემბერსში მსუბუქი ინსულტი დაემართა, რის გამოც სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა. მაშინ, ლეგენდარულმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ყურადღება ჯანმრთელობისთვის უნდა მიექცია, იმ იმედით, რომ სამწვრთნელო საქმიანობას მომავალში დაუბრუნდებოდა. „სან ანტონიომ“ NBA-ში სეზონი რამდენიმე დღის წინ დაასრულა.
გრეგ პოპოვიჩს ხუთჯერ აქვს მოგებული NBA, ასევე გახდა ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ამერიკის ნაკრების მწვრთნელის რანგში.