ჩინეთში გამართული MMA-ს საღამო ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაციის, BRAVE 93-ის ღონისძიებაზე დავით ლორთქიფანიძემ, ჯუბა ბერიძემ და რაულ თუთარაულმა თავიანთი ბრძოლები გამარჯვებით დაასრულეს.
თუთარაულმა ყაზახ ოლჟას ესკარაევს მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო და კარიერაში 35-ე მოგება მოიპოვა, რაც ქართველ მებრძოლებში სარეკორდოა. რაც შეეხება ბერიძეს, მან ჩინელი მეტოქე დაამარცხა, ხოლო ლორთქიფანიძემ აიზეზი დამოლამუს მოუგო.
ბრძოლის შემდეგ თუთარაულმა ყირგიზი კუბანიჩბეკი გამოიწვია, რომელსაც რამდენიმე თვის წინ საჩემპიონო ბრძოლაში დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. ქართველს რევანში სურს და ახლა მეტოქის პასუხის მოლოდინშია.
ვიდეო იხილეთ ამ - ბმულზე...