საქართველოს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი „იბერია“ სტუმრად „გაგრას“ დაუპირისპირდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
სტუმრებმა ერთადერთი გოლი თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე გაიტანეს, თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა - 0:1.
„იბერია“ 23 ქულით ლიდერობს ეროვნულ ლიგას და პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა, მომდევნო მატჩი კი, „თელავთან“ ელოდება. „გაგრას“ 10 ქულა აქვს, მეხუთეა და მომდევნო შეხვედრას „ტორპედოსთან“ გამართავს.