ფეხბურთი

18:33 | 19.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "ინტერმა" მესის შეჩერება თუ შეძლო, იამალის შეჩერებაც შეუძლია"

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ „ინტერს“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბარსელონას“ დამარცხება შეუძლია.

როგორც მან თქვა, ლამინ იამალი ლიონელ მესი არ არის.

„ლამინ იამალი მესი არ არის. თუ „ინტერმა“ მესის შეჩერება 2010 წელს შეძლო, შეუძლია ამის გამეორება და იამალის შეჩერებაც“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ 2010 წელს „ბარსელონას“ ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში აჯობა (3:1, 0:1), ხოლო ამჯერად კატალონიურ გრანდს 30 აპრილს და 6 მაისს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100532