ფეხბურთი

19:30 | 19.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძემ ისევ ვერ ითამაშა, "ჰაიდენჰაიმი" "ბაიერნთან" განადგურდა

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ სტუმრად ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ 4:0 გაანადგურა.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა ჰარი კეინმა, კონრად ლაიმერმა და კინგსლი კომანმა დალაშქრეს მეტოქის კარი, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში იოზუა კიმიხმა მეოთხეც შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბუდუ ზივზივაძეს, რომელსაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა, „ბაიერნის“ წინააღმდეგ არ უთამაშია, ისევ ტრავმა აქვს და უკვე ზედიზედ მესამე მატჩი გამოტოვა.

„ბაიერნი“ 72 ქულით ლიდერობს ბუნდესლიგას და უახლოვდება ჩემპიონობას, ხოლო „ჰაიდენჰაიმმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა და 22 ქულით მე-16 ადგილზე დარჩა, პლეი-აუტის ზონაში, მომდევნო ტურში კი, 25 აპრილს, „შტუტგარტს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091165