ფეხბურთი

20:25 | 19.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ეგოიანის დუბლი "როდასთან" (+VIDEO)

ნიდერლანდების ერსტე დივიზიონის 35-ე ტურში არნემის „ვიტესმა“ კერკრადეს „როდა“ 3:0 გაანადგურა, ხოლო ირაკლი ეგოიანმა დუბლი შეასრულა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემტევმა 30-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე მეორეც შეაგდო და სხვაობა გაზარდა.

ეგოიანს ერსტე დივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასიც მიითვალა. გარდა ამისა, ერთი გოლი მან ნიდერლანდების თასზეც შეაგდო.

„ვიტესი“ 10 ქულით ბოლო ადგილზეა, რადგან სატურნირო ცხრილში ფინანსური პრობლემების გამო 30 ქულა დააკლეს, თორემ, ახლა 40 ქულა ექნებოდა. არნემელები მომდევნო ტურში 25 აპრილს, „კამბურს“ ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.175366