მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ და ირაკლი გობეჯიშვილმა ისპარეზეს.
რევაზ დავითაძემ ატაცში 167 / 171 / 174 კგ. დაძლია, რითად მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ძალოსანმა აკვრაში თავი 201 / 205 კილოგრამს გაართვა და კვლავ მციტრ ვერცხლის მედალი მოიპოვა, იგივე პოზიციაზე გავიდა ორჭიდში მოგროვილი 379 კილოგრამითაც, შესაბამისად, ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ირაკლი გობეჯიშვილმა კი ატაცში თავი 161 / 166 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 188 /194 კილოგრამით მე-7 პოზიციაზე ირგუნა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 360 კილოგრამით მე-5 ადგილი დაიკავა.