ესპანეთის ლიგა ენდესას 28-ე ტურში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნიამ“ უშუალო კონკურენტი და გიორგი ბეჟანიშვილის „გრანადა“ დაძაბულ ბრძოლაში, 93:89 დაამარცხა.
მასპინძელთა გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ბექა ბურჯანაძემ შეიტანა, რომელმაც 27 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
გიორგი ბეჟანიშვილი „გრანადას“ რიგებში 26 წუთში 7 ქულით, 5 მოხსნით და 1 პასით გამოირჩა. მან 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
„ლეიმა კორუნია“ და „გრანადა“ 6 მოგებით (შესაბამისად, 21-22 წაგება) ბოლო ორ საფეხურს ინაწილებენ.