სხვა

20:15 | 20.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლომთაძის მე-6 და ბრეგვაძის მე-7 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრი გამოვიდა.

კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე, ატაცში, ზაზა ლომთაძემ 165/ 170 / 173 კგ. დაძლია და მე-5 ადგილი ერგო.

ლომთაძემ აკვრაში დაძლეული 205 / 213 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 386 კილოგრამით მე-6 საფეხურზეა.

ლონგინოზ ბრეგვაძემ კი თავი 167 / 172 კილოგრამს გაართვა და მე-6 პოზიციაზეა.

ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 198 / 205 კილოგრამით მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 377 კილოგრამით მე-7 საფეხურზეა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09137