ფეხბურთი

23:24 | 20.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

სკუდეტოსთვის ბრძოლა: "ნაპოლი" "ინტერს" გაუთანაბრდა, უკეთესი კალენდარიც აქვს (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში „ინტერი“ სტუმრად „ბოლონიასთან“ დამარცხდა და საჩემპიონო ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა.

„ბოლონიამ“ 94-ე წუთზე გაიტანა, რიკარდო ორსოლინიმ ფანტასტიკური გოლი შეუგდო მილანურ გუნდს.

შედეგად, სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „ინტერს“ და „ნაპოლი“ 71-71 ქულ აქვთ. დარჩენილია 5 მატჩი, უნდა აღინიშნოს, რომ ფურცელზე ანტონიო კონტეს გუნდის კალენდარი გაცილებით ადვილი მოჩანს, ვიდრე კონკურენტის.

თანაც, „ნაპოლი“ მთლიანად სერია A-ზეა კონცენტრირებული, „ინტერს“ უწევს ენერგიის განაწილება ასევე ჩემპიონთა ლიგასა და იტალიის თასზე, სადაც ნახევარფინალებშია.

აქვე გეტყვით, რომ თანაბარი ქულებით სეზონის დასრულების შემთხვევაში, ჩემპიონი არ გამოვლინდება ურთიერთშეხვედრებით (ისე აქაც თანაბრობაა) ან ბურთების ბალანსით, არამედ დაინიშნება დამატებითი მატჩი...

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.131342
სარეკლამო ადგილი - 99
X x X