UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ინგუშმა მებრძოლმა ხმაურიანი განცხადებაა გააკეთა, როგორც მან თქვა, უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან საჩემპიონო ბრძოლა, მისი ბიძაშვილის ხაბიბ ნურმაგომედოვის გამო წააგო.
"როდესაც შენი ბიძაშვილი ხაბიბია და ამავე დროს გუნდის წევრი, სურვილი გიჩნდება მასსავით წარმატებული იყო და იმ სიმაღლეებს მიაღწიო რასაც მან მიაღწია. ეს ფაქტი კი, ფსიქოლოგიურად მოქმედებს და უფრო მეტ პასუხისმგებლობას განიჭებს. ვფიქრობ სწორედ ეს დაემართა უმარს მერაბთან ბრძოლისას, ის უფრო ნერვიულობდა და წნეხს განიცდიდა, რის გამოც ეს შედეგი მივიღეთ. ამ ყველაფერს ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ, რადგან როდესაც ჩემი ოჯახის წევრები ჩემს ბრძოლას დარბაზში ესწრებიან, უფრო ვნერვიულობ, რადგან ვიცი ისინი როგორ ნერვიულობენ ჩემზე. გაცილებით მაღალი დონის ბრძოლებს ვმართავ, როდესაც ისინი სახლში არიან, ამ დროს მეტ კონცენტრაციას ვახდენ და შედეგიც უფრო უკეთესი დგება." - განაცხადა ევლოევმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი 19 იანვარს დაამარცხა და საჩემპიონო ქმარი წარმატებით დაიცვა.