ფეხბურთი

13:56 | 21.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

რომის პაპი გარდაიცვალა, იტალიაში დღეს გასამართი ყველა მატჩი გადაიდო

დღეს რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამო იტალიის ყველა ჩემპიონატში გასამართი მატჩები გადადებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

დღეს სერია A-ში ოთხი მატჩი უნდა გამართულიყო: "ტორინო" - "უდინეზე" , "კალიარი" - "ფიორენტინა", "ჯენოა" - "ლაციო" და "პარმა" - "იუვენტუსი". როგორც ცნობილი ხდება ეს მატჩები სხვა დროს ჩატარდება, თუმცა თარიღი ჯერ ჯერობით უცნობია.

სერია B-ში თავისი მატჩები უნდა ჩაეტარებინათ ლუკა ლოჩოშვილის "სალერნიტანას" და გიორგი კვერნაძის "ფროსინონეს" თუმცა, მათი გუნდების მატჩებიც გადადებულია.

შეგახსენებთ, რომ ფრაცისკე რომის პაპი 2013 წლიდან იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095733