ფეხბურთი

14:35 | 21.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

დანიელე ადანი: "კონტე სასწაულებს აკეთებს, თუმცა წარმოიდგინეთ "ნაპოლი" კვარაცხელიასთან ერთად"

იტალიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა და ახლა საფეხბურთო კომენტატორმა დანიელე ადანიმ იტალიურ მედიასთან სერია A-ში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ყოფილმა ფეხბურთელმა კომენტარი ასევე "ნაპოლიზე" და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

"ვინ მოიგებს სკუდეტოს "ინტერი" თუ "ნაპოლი"? ამის თქმა ძალიან რთულია, თუმცა ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს და მეტად გაუმართლებს."

"ანტონიო კონტე "ნაპოლიში" სასწაულებს აკეთებს, მაგრამ წარმოიდგინეთ ეს გუნდი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად. მათ გაცილებით დიდი შანსი ექნებოდათ. დე ლაურენტისმა გუნდში არაერთი მწვრთნელი მოიყვანა და ყველასთან უთანხმოება ჰქონდა. ის თანმიმდევრული არც ანტონიო კონტესთან ყოფილა, როდესაც სეზონის შუაშუი კვარაცხელია გუნდიდან გაუშვა და მისი შეცვლა ოკაფოროთ სცადა." - განაცხადა ადანიმ.

ცნობისთვის, სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „ინტერს“ და „ნაპოლი“ 71-71 ქულა აქვთ. დარჩენილია 5 მატჩი, უნდა აღინიშნოს, რომ ფურცელზე ანტონიო კონტეს გუნდის კალენდარი გაცილებით ადვილი მოჩანს, ვიდრე კონკურენტის.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087413