"მანჩესტერ სიტი" შესაძლოა კევინ დე ბრუინის შემდეგ კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერნარდო სილვამაც დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა goal.com -ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ბერნარდო სილვა პეპ გვარდიოლას გეგმებში აღარ შედის და დიდია შანსი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პორტუგალიელიც კევინ დე ბრუინის გზას გაუყვეს. როგორც უკვე იცით, ბელგიელმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს თავად ამცნო, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს.
ბერნარდო სილვა "სიტის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს და მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. 30 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 45 მილიონი ევროა.