მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ბაქარ თურმანიძემ (+109 კგ.) იასპარეზა.
ძალოსანმა კონტინენტის პირველობაზე მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 177 / 181 / 183 კგ. დაძლია და მცირე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
თურმანიძემ აკვრაში დაძლეული 213 / 219 კილოგრამით მე-4 ადგილის დაკავება შეძლო, იგივე საფეხურზეა ნორჭიდში მოგროვილი 402 კილოგრამითაც.