ფეხბურთი

0:22 | 22.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის გოლი პოზნანის "ლეხთან" (+VIDEO)

პოლონეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ სტუმრად „ლეხთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ქართველმა მცველმა გოლი გაიტანა.

კაკაბაძე 70-ე წუთზე შეტევაში ჩაერთო და ერთი შეხებით ჩინებული გოლი გაიტანა, რითაც იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1). თუმცა, შემდეგ მისმა გუნდმა გაუშვა და მარცხი განიცადა.

ოთარ კაკაბაძეს ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 3 გოლი დაუგროვდა, ერთხელ საგოლე პასიც მიითვალა.

„კრაკოვია“ 42 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 აპრილს, „მოტორს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096471