„ლიდს იუნაიტედი“ და „ბარნლი“ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდნენ. ორივემ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა ელიტის საგზური.
„ლიდსმა“ 44-ე ტურში „სტოკ სიტი“ 6:0 გაანადგურა, ხოლო „ბარნლიმ“ კონკურენტ „შეფილდ იუნაიტედს“ 2:1 აჯობა. შედეგად, ორივე გუნდს 94-94 ქულა აქვს და მათ მოწინავე ორ პოზიციაში ვერავინ შეეცილება.
მესამე გუნდის ვინაობა, რომელიც პრემიერლიგაში გადავა, პლეი-ოფით გაირკვევა. პლეი-ოფის ოთხი მონაწილიდან ორი უკვე ცნობილია - „შეფილდ იუნაიტედი“ და „სანდერლენდი“, დანარჩენი ორი ბოლო ორ ტურში გამოვლინდება. ახლა პლეი-ოფის ზონაში არიან „ბრისტოლ სიტი“ და „ქოვენთრი“, მაგრამ შანსი ჯერ კიდევ დარჩათ „მიდლსბროს“, „მილუოლსა“ და „ბლექბერნს“, თუმცა არცთუ დიდი.
აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში უკვე დაქვეითდნენ „საუთჰემპტონი“ და „ლესტერი“, მალე წესით მათ „იფსვიჩიც“ შეუერთდება.