ფეხბურთი

22:02 | 21.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ზაფხულში 15 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

ლონდონის „ჩელსიში“ დამდეგ ზაფხულს კიდევ ერთი საკადრო რევოლუციაა მოსალოდნელი.

ბრიტანული მედიის ცნობით, ინგლისურ კლუბში უკვე გადაწყვიტეს, რომ მინიმუმ 15 ფეხბურთელი ბაზარზე იქნება დაყენებული.

მათგან უმეტესობა მიმდინარე სეზონში „ჩელსიში“ არ თამაშობს, თუმცა მხოლოდ იჯარით არიან სხვა კლუბებში და ზაფხულში ინგლისელებს დაუბრუნდებიან, მაგრამ დროებით.

„არისტოკრატთა“ ე.წ. „შავ სიაში“ ამ დროისთვის შემდეგი ფეხბურთელები არიან:

რობერტ სანჩესი, კეპა არისაბალაგა, აქსელ დისასი, ტოსინ ადარაბიო, ბენუა ბადიაშილე, ბენ ჩილველი, ლესლი, უგოჩუკვუ, კირნან დიუსბერი-ჰალი, კერნი ჩუკვუემეკა, ომარი კელიმანი, რაჰიმ სტერლინგი, კრისტოფერ ნკუნკუ, ჟოაო ფელიქსი, არმანდო ბროია, და დავიდ დატრო ფოფანა.

„ჩელსი“ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის, ხოლო პარალელურად კონფერენს ლიგის მოსაგებად, სადაც ნახევარფინალშია გასული.

თეგებიჩელსი
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097989