ფეხბურთი

2:08 | 22.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა პრემიერლიგაში: 5 გუნდი და სხვაობა 3 ქულა

პრემიერლიგის 33-ე ტურში „ნოტინგემ ფორესტმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ ცუდი სერია შეწყვიტა და ლონდონში „ტოტენჰემი“ 2:1 დაამარცხა. სტუმრებმა მატჩის სტარტზევე გაიტანეს ორი გოლი და უპირატესობა შეინარჩუნეს.

შედეგად, „ნოტინგემი“ მესამე ადგილზე დაბრუნდა 60 ქულით, თუმცა, სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გარანტირებული საერთოდ არაფერი აქვს.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში დაძაბული მდგომარეობაა. თუ პრაქტიკულად გარკვეულია ჩემპიონის ბედი („ლივერპული“), მეორეადგილოსანი („არსენალი“) და გავარდნილი გუნდებიც - „საუთჰემპტონი“, „ლესტერი“ და „იფსვიჩი“, სამაგიეროდ, ევროზონის საგზურებისთვის დიდი ბრძოლაა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად.

პრემიერლიგიდან ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო 5 გუნდი გავა. „ლივერპული“ და „არსენალი“ ამ ხუთეულში რომ იქნებიან, ნათელია. აი, დანარჩენი სამი ადგილისთვის5 გუნდი რეალურად იბრძვის.

„ნოტინგემი“ – 60 ქულა, „ნიუკასლი“ 59 ქულა, „მანჩესტერ სიტი“ 58 ქულა, „ჩელსი“ და „ასტონ ვილა“ – 57-57 ქულა. მოკლედ, ამ ხუთ გუნდში უნდა გაირკვეს იმ სამი გუნდის ვინაობა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ.

და კიდევ, შეიძლება ინგლისს მომდევნო სეზონში სულაც 6 გუნდი ჰყავდეს. საქმე ისაა, რომ შანსი „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერსაც“ აქვთ, ცხადია არა პრემიერლიგიდან, სადაც აუტსაიდერთა შორის არიან, არამედ, ევროპა ლიგიდან. ამ ტურნირის მოგებული ჩემპიონთა ლიგაზე გავა, „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერი“ კი, ნახევარფინალში არიან.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096946