ფეხბურთი

21:48 | 21.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "სეზონის ბოლომდე ჩვენთვის ყველა მატჩი ფინალია"

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება და ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.

პეპ გვარდიოლამ მატჩს ფინალიც უწოდა. მან ასევე ისაუბრა ცენტრალურ მცველებზე:

„მომწონს გვარდიოლი, როგორც ცენტრალური მცველი, განსაკუთრებით, ბურთით ყოფნის ფაზაში, ის ამაში ძალიან სწრაფია, როგორც დიაში და ერთად ისინი ძალიან ძლიერ წყვილს ქმნიან. სწორედ ამიტომ, ეს არის მომდევნო სეზონისთვის ერთ-ერთი ვარიანტი. არ მგონია, რომ ზაფხულში კიდევ ერთი ცენტრალური მცველი შევიძინოთ, ბევრი გვყავს, მაგრამ ვნახოთ.

„ასტონ ვილასთან“ მატჩი რა თქმა უნდა, ფინალივითაა, შემდეგ კიდევ ერთი ფინალი გვექნება „ვულვზთან“, ამიერიდან, სეზონის ბოლომდე ყველა მატჩი ფინალი იქნება, მაგრამ „ასტონ ვილასთან“ კიდევ უფრო მეტად, რადგან ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის პირდაპირი კონკურენტია. პსჟ-სთან მათ მატჩს ვუყურე და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ეს ფინალი იქნება, ამიტომ, ჩვენი გულშემატკივრები დაგვჭირდება, ისინი პირველივე წუთიდან დაგვეხმარებიან“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ 58 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „ასტონ ვილა“ 57 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163821