ფეხბურთი

10:26 | 22.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კაპელომ ანჩელოტის კრიტიკას უპასუხა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ მადრიდის „რეალის" იტალიელი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის მიმართ კრიტიკაზე ისაუბრა.

„ის, რაც ანჩელოტის მიმართ ხდება, უსამართლოა. მას შემდეგ რასაც მან „რეალთან“ ერთად მიაღწია. ეს უპატივცემულობაა. ის არის საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში მოპოვებული ტიტულების მხრივ", - ციტირებს AS კაპელოს სიტყვებს“

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარლო ანჩელოტიმ შესაძლოა მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს. იტალიელი სპეციალისტი „სამეფო კლუბს“ 2021 წლიდან ხელმძღვანელობს, მისი კონტრაქტი მადრიდელებთან 2026 წლამდეა გათვლილი.

ამჟამად ბარსელონა ესპანეთის ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 32 მატჩიდან 73 ქულით ლიდერობს. მადრიდის „რეალი“ 69 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092695