ფეხბურთი

11:12 | 22.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი გახდა, როდის დაბრუნდება მოედანზე კილიან მბაპე

მადრიდის „რეალის" თავდამსხმელი კილიან მბაპე მოედანს მალე დაუბრუნდება. ამის შესახებ ჟურნალისტმა მიგელ ანხელ დიასმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

მისი თქმით, ფრანგი ფორვარდი გამოტოვებს ლა ლიგის მოახლოებულ მატჩს „ლოს ბლანკოსსა“ და „ხეტაფეს“ შორის, მაგრამ შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ესპანეთის თასის ფინალში „ბარსელონას“ წინააღმდეგ 26 აპრილს სევილიაში.

მბაპემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, 33 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089425