პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ „ბარსელონას" 17 წლის გარემარბის, ლამინ იამალის თამაშზე ისაუბრა.
„ის არა მხოლოდ ნიჭიერი მოთამაშეა, გაოცებული ვარ მისი ხასიათით და სიმწიფით. ეს საოცარია ამ ასაკის ადამიანისთვის. შესაძლოა, ხშირად, როცა ახალგაზრდა ხარ, ჯერ არ ფიქრობ პასუხისმგებლობაზე, უბრალოდ თამაშობ ფეხბურთს, მაგრამ იამალის ეს გამორჩეული თვისება მაინც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე.
მიმდინარე სეზონში ლამინ იამალმა ყველა ტურნირზე 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 ბურთი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.