მადრიდის „რეალი" „მანჩესტერ სიტის" ესპანელი ნახევარმცველის, როდრის შეძენით დაინტერესდა - წერს გერმანული Bild.
წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბი“ ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს, თუმცა ის სხვა გუნდში გადასვლას არ აპირებს.
გასულ სექტემბერს ნახევარმცველმა ჯვარედინი ლიგატები დაიზიანა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც გოლი არ გაუტანია. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.