„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ბერნარდო სილვა შესაძლოა ზაფხულში სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა „ბენფიკაში“ გააგრძელოს.
როგორც ცნობილი გახდა, ფეხბურთელი ახლოსაა „სიტის“ დაბრუნებასთან და „ბენფიკაში“ თამაშზე თანახმაა. მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა და სამწლიან კონტრაქტზეც ისაუბრეს.
ბერნარდო სილვა „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს და დღემდე 397 მატჩში 70 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის, „მონაკოში“ გამოდიოდა, კარიერა კი, სწორედ „ბენფიკაში“ დაიწყო.