ლა ლიგის 33-ე ტურში „ბარსელონამ“ „მალიორკას“ უმასპინძლა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ჰანსი ფლიკის გუნდი ძალიან დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლებში ამის ასახვა გაუჭირდა. საბოლოოდ, „ბარსას“ ერთადერთი გოლიც ეყო მოსაგებად, რომელიც დანი ოლმომ 46-ე წუთზე გაიტანა - 1:0.
„ბარსელონამ“ 76 ქულა დააგროვა და 7 ქულით უსწრებს „რეალს“, თუმცა თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული, ხოლო მომდევნო ტურში 3 მაისს, „ვალიადოლიდს“ ესტუმრება.