ფეხბურთი

2:04 | 23.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ-ჟერმენმა" "მილანის" რეკორდი დაამხო, რაც 32 წელი ვერავინ შეძლო

„პარი სენ-ჟერმენმა“ „მილანის“ რეკორდი დაამხო. საქმე ეხება ტოპ ხუთ ლიგებში სტუმრად დაუმარცხებელ სერიას.

პსჟ-ს ლიგა 1-ში უკვე ზედიზედ 39 გასვლითი მატჩი არ წაუგია (30 მოგება, 9 ფრე). მსგავსი შედეგი აქამდე არავის ჰქონია ტოპ ლიგებში. რეკორდი ეკუთვნოდა „მილანს“, რომელმაც 1991 წლიდან 1993 წლამდე სერია A-ში სტუმრად ზედიზედ 38 თამაში ჩაატარა მარცხის გარეშე.

პსჟ ლიგა 1-ში გასვლაზე ბოლოს 2023 წლის 11 თებერვალს დამარცხდა - „მონაკოსთან“ (1:3). მას შემდეგ ორ წელზე მეტი გავიდა...

"ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერი, რომ დავამხეთ "მილანის" ეს წარმოუდგენელი რეკორდი, ძალიან რთულია ამ რეკორდის მიღწევა, რადგან უნდა ჩაატარო ძალიან სრულყოფილი სეზონები. ყოველთვის რთულია თამაში სტუმრად, განსაკუთრებით ისეთ სტადიონზე, როგორიც ნანტშია, შესანიშნავი ატმოსფეროთი. ბედნიერები ვართ, მაგრამ ამავდროულად რამდენიმე შეცდომა დავუშვით და "ნანტმა" ეს გამოიყენა", - თქვა ლუის ენრიკემ.

აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში 30 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია, სტუმრადაც და საკუთარ მოედანზეც. საერთოდაც, მას შემდეგ, რაც პარიზულ გუნდს ლუის ენრიკე ავარჯიშებს, პსჟ ლიგა 1-ში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა „ნიცასთან“ (2:3, 15 სექტემბერი, 2023) და „ტულუზთან“ (1:3, 12 მაისი, 2024), თუმცა ეს ორივე მატჩი პარიზში გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163961