„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ნანტთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ბედნიერები არიან, რომ „მილანის“ რეკორდი დაამხეს, რომელიც ძალაში 32 წლის განმავლობაში იყო - საქმე ეხება ტოპლიგებში სტუმრად წაუგებელ სერიას. პსჟ ლიგა 1-ში გასვლაზე ბოლო 39 მატჩი არ დამარცხებულა (30 მოგება, 9 ფრე).
სეზონის დასრულებამდე ერთი თვე რჩება. არ ვთვლი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს, რომელიც ჩემი აზრით, მომავალ სეზონშია. ვცდილობთ, ფეხბურთელების სათამაშო დრო ვმართოთ. ვცდილობთ ვიპოვოთ საუკეთესო ფორმულა, რომ საფრანგეთის თასის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კარგ ფორმაში ვიყოთ.
ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერი, რომ დავამხეთ "მილანის" ეს წარმოუდგენელი რეკორდი, ძალიან რთულია ამ რეკორდის მიღწევა, რადგან უნდა ჩაატარო ძალიან სრულყოფილი სეზონები. ყოველთვის რთულია თამაში სტუმრად, განსაკუთრებით ისეთ სტადიონზე, როგორიც ნანტშია, შესანიშნავი ატმოსფეროთი. ბედნიერები ვართ, მაგრამ ამავდროულად რამდენიმე შეცდომა დავუშვით და "ნანტმა" ეს გამოიყენა", - თქვა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი უკვე გახდა. ახლა მისი მიზანია, რომ ლიგა 1 დაუმარცხებლად დაასრულოს, სადაც 30 ტურში 24 მოგება და 6 ფრე აქვს. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში 25 აპრილს, „ნიცას“ უმასპინძლებს.